ინგრედიენტები: ბატი, ქლიავის ჩირი – 100 გრ, ვაშლი – 350 გრ, წიწაკა- 30 გრ, ჯაბჯაფილი – 80 გრ, წითელი ღვინო – 170 გრ, შაქარი – 30 გრ, ნიორი – 50 გრ, მარილი – 30 გრ.
მომზადების წესი: ბატს ძვლები გამოვაცალოთ. ვაშლი გავფცქვნათ და საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. წიწაკა მრგვალად დავჭრათ. ჯანჯაფილი და ქლიავის ჩირი – წვრილად. დაჭრილი ინგრედიეტები შევურიოთ ერთმანეთში და ტაფაზე ზეითუნის ზეთში შევწვათ. შემდეგ ღვინო და შაქარი დავუმატოთ. მიღებული მასა ინდაურში მოვათავსოთ და ღუმელში 160 -180 გრადუსზე მოვათავსოთ.