ინგრედიენტები:
ბადრიჯანი -3 ცალი;
ნიორი – 3 კბილი;
ყველი ფეტა- 200გრ;
პამიდორი – 2 ცალი;
ზეითუნის ზეთი – 3 სადილის კოვზი.
მომზადების წესი: პამიდორი და ფეტა სიგრძეზე დავჭრათ. ბადრიჯანი გავჭრათ შუაზე, დავუსეროთ ზედაპირი ისე, რომ მიიღოს მარაოს ფორმა და გადავუსვათ ზეითუნის ზეთი. ყოველ გაჭრილ ადგილას პამიდორი, ყველი და ნიორი ჩავდოთ. გამზადებულ ბადრიჯანს ზეითუნის ზეთი გადავასხათ და მოსამზადებლად 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შევდგათ.
სხვა სიახლეები