შემაძრწუნებელი ფოტოები – მოჩვენებად ქცეული ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს, ანუ დაპაუზებული ნიუ იორკი
მსოფლიო კინოინდუსტრიაში მასშტაბურად მოიპოვება ისეთი ფილმები, სადაც კაცობრიობა აპოკალიფსის წინაშე დგება ან სხვადასხვა ვირუსის გავრცელების გამო ბრძოლა უწევს; ასეთ დროს ეპიცენტრი კი, ძირითადად, ნიუ იორკი და ამერიკის შეერთებული შტატებია.
ალბათ, არცერთ ჩვენგანს უფიქრია, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებდა და იმ ფილმის გმირი იქნებოდა, რომელიც ჯერ არ გადაღებულა, მაგრამ სრულებით რეალურია.
დაპაუზებული ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს – ცარიელი ნიუ იორკი და განსაკუთრებით ხალხმრავალი თაიმს სკვერი, სადაც დღის განმავლობაში 330 ათასზე მეტი ადამიანი მოძრაობდა, ახლა კი სრულებით ცარიელია. ეს სანახაობა კი საკამოდ შემაშფოთებელი გახლავთ.