შეიხი მოზას თბილისური ვიზიტის გაუხმაურებელი დეტალები და უცნობი ფოტოები

შეიხი მოზა ბინტ ნასერი საქართველოს პირველად არაოფიციალური ვიზიტით ეწვია, რამაც ბუნებრივია, მისი პერსონის გავლენიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებაში უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

მან შვებულება თბილისში ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან ერთად გაატარა. საქართველოში ვიზიტის დროს კატარის პირველმა ლედიმ ძველი ქალაქის ღირშესანიშნაობები მოინახულა. ამასთან, ის მშრალ ხიდზეც იმყოფებოდა და მოინახულა ანტიკვარული მაღაზიები და გალერეები. საქართველოს დედაქალაქში დედოფალი სასტუმრო “Rooms” -ში გაჩერდა.

 მის პატივსაცემად, რეზო გაბრიაძის ეროვნული სამზარეულოს კაფეში სტუმრებისათვის,

ნაციონალური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით ნამდვილი ქართული ვახშამი მოეწყო.

იმავე საღამოს მწერალთა სახლში სტუმრებისათვის საქართველოს ლეგენდამ – ნანი ბრეგვაძემ იმღერა.

აღმოსავლური სტილის ხატი – შეიხი მოზა, რომელიც ცნობილია დახვეწილი გემოვნებით, ქართველი დიზაინერების ბუტიკებს ეწვია.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები