ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ როდის შეუძლია ადამიანს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად ჩათვალოს თავი:
„თუ PCR-ტესტი უარყოფითია, ეს ცალსახად ამბობს, რომ ადამიანი ვირუსის გამომყოფი აღარ არის, მაგრამ დადებითის შემთხვევაშიც, თუ 10+3 (სიმპტომების დაწყებიდან გასული 10 დღე და სიმპტომების დამთავრებიდან 3 დღე) გასულია, ეს ადამიანი მაინც არ არის გადამდები.
ბევრი ადამიანი ვიცი, რომ კვირაობით ჩაკეტილია იმიტომ, რომ PCR დადებითია. ამ დროს შეიძლება, 3 თვე ტესტი დადებითი იყოს, ეს არის ვირუსის ფრაგმენტები, ნაგლეჯები, ამიტომ, ეს ადამიანი გადამდები აღარაა. მინდა, აღვნიშნო, რომ გამოჯანმრთელების კრიტერიუმად განმეორებითი PCR აღარ კეთდება და უბრალოდ ვადების გასვლის შემდეგ იზოლაციიდან თავისუფლდებით“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.