შევხვდებით თუ არა ახალ 2021 წელს საგანგებო მდგომარეობით კორონავირუსის გამო? – აღნიშნულ კითხვაზე პასუხი პაატა იმნაძემ “აჭარის ტელევიზიაზე” სტუმრობისას გასცა:
“ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. საქართველოში რესპირატორული დაავადების სეზონი იწყება ხოლმე ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში.
საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა. მსოფლიოში რაც იქნება, ის იქნება საქართველოშიც. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება ზამთარში ან შემოდგომის ბოლოს.
დიდი ალბათობით, დაავადება მობრუნდება. მანამდე ვაქცინა შესაძლოა, არ მოესწროს, თუმცა იმედი მაქვს, რომ რაიმე ეფექტური ანტივირუსული საშუალება იქნება, რაც ვირუსის უკეთესად მართვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.