„შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“, – სოცქსელის ახალი კამპანია

სოციალურ ქსელში ახალი კამპანია „შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“ დაიწყო. „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტის, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის ფულის შეგროვების კამპანიის იდეის ავტორი ანა მიქაძე-ჩიკვაიძეა. მილიონი დოლარი სწორედ ის თანხაა, რომელსაც, გამარჯვების შემთხვევაში, ლადო აფხაზავა მიიღებდა. როგორც თავად აფხაზავამ აღნიშნა, ის აპირებდა, რომ მოგებული თანხა გურიის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებისა და ბავშვებისათვის მოეხმარებინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები