ასტროლოგი, რამაზ გიგაური “ფეისბუქის” გვერდზე 8 აგვისტოს ახალმთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“8 აგვისტოს ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი
/© რამაზ გიგაური/
მეტაგნოზი (წინა ახალმთვარეობის პროგნოზის ანალიზი)
10 ივლისის ახალმთვარეობის პროგნოზი;
(„ახალმთვარეობა და საქართველო“):
„მოსალოდნელია წინ წამოიწიოს მსჯავრდებულებთან, საპყრობილეებთან, საავადმყოფოებთან, ასევე უშიშროების სამსახურთან და სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა საკითხებმა. მოიმატებს რელიგიასთან დაკავშირებული სკანდალის ალბათობაც“.
რეალობა: ჩვენ ყველამ ვიხილეთ მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალი, რომელშიც ჩართული ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირიც აღმოჩნდა(!!!).
* * *
რაც შეეხება 2021 წლის მორიგ (რიგით მერვე) ახალმთვარეობას. ის 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 17:50 საათზე დადგება. ეს ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოშია და ბუნებრივია, სწორედ ლომისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები გაძლიერდება – ენერგიულობა, ორგანიზებულობა, მიზანსწრაფვა, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, სიამაყე, სიჯიუტე და ამპარტავნება. ეს ჯერ კიდევ 22 ივლისიდან იყო გააქტიურებული (როდესაც მზე ლომის ნიშანში გადავიდა), თუმცა 8 აგვისტოდან ახალი ძალით გამოვლინდება და ყველა მიმართულებით საგრძნობი გახდება.
7-8 აგვისტო შედარებით რთული დღეები იქნება (ეს მთვარის ე-29 დღე და პირველი დღეებია), ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შეხვედრა, მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა არასასურველია.
ეს ახალმთვარეობა ლომის მე-17 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი ურთიერთწინააღმდეგობაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ადამიანებს გაუჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ეს ურთიერთწინააღმდეგობა უპირველესად მენტალურ დონეზე იქნება საგრძნობი. ამ გრადუსს პლანეტა მერკური მართავს, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება მეტ-ნაკლებად მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რა გადაწყვეტილების მიღებასაც ვაპირებთ. ეს განსაკუთრებით კომუნიკაციას, საქმიან სფეროს, მოლაპარაკებას, მგზავრობა-მოგზაურობას ეხება.
ასტროფსიქოლოგიურ დონეზე სწორედ ეს ტენდენციები გააქტიურდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე.
* * *
ახალმთვარეობა და მსოფლიო
ეს ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი იქნება (განსაკუთრებით ნეგატიური კუთხით) შემდეგი ქვეყნებისთვის და გეოგრაფიული ტერიტორიებისთვის (სწორედ აქ არის მოსალოდნელი სხვადასხვა ნეგატიური ტენდენციების გააქტიურება):
ამერიკა
• ცენტრალური კანადა;
• ცენტრალური ამერიკის შეერთებული შტატები (მონტანას, ვაიომინგის, კოლორადოს, ნიუ-მექსიკოს და ტექსასის შტატები), განსაკუთრებით ქალაქი დენვერი;
• მექსიკა;
ევროპა
• ირლანდია;
• შოტლანდია;
აზია
• რუსეთის აზიური ნაწილი (განსაკუთრებით ტომსკის ოლქიდან – შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით);
• იაპონია;
• იემენი;
• ირანი;
• ინდოეთი;
• მონგოლეთი;
• ჩინეთი;
• ავღანეთი;
• პაკისტანი;
• ყაზახეთი;
• უზბეკეთი;
• თურქმენეთი;
აფრიკა
• სომალი;
• მოზამბიკი;
ოკეანეთი
• პაპუა-ახალი გვინეა
* * *
ახალმთვარეობა და საქართველო
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-2 და მე-10 სახლებს უკავშირდება;
აქედან გამომდინარე, 8 აგვისტოდან – 7 სექტემბრამდე (მომდევნო ახალმთვარეობამდე) ძირითადად ორი მნიშვნელოვანი თემა გააქტიურდება: ფინანსები და ხელისუფლებისთვის (ძალაუფლებისთვის) ბრძოლა.
მოიმატებს ეკონომიკური კრიზისის ალბათობა. მოსალოდნელია ფინანსურ გარიგებებთან, ვალებთან, კრედიტებთან, სახელმწიფო ფულის არამიზნრობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული სკანდალი. მნიშვნელოვნად მოიმატებს ძარცვის (მათ შორის ბანკებზე და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებზე თავდასხმის) და ქურდობის ალბათობაც.
არ არის გამორიცხული ქვეყნის მმართველ პირებს რეპუტაციის შენარჩუნების გამო მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღება, მოუხდეთ.
იქიდან გამომდინარე, რომ მე-10 სახლი მიუთითებს ქვეყნის სიმდიდრეზე და განძზე, არ არის გამორიცხული კიდევ უფრო დაიძაბოს ე. წ. „მუზეუმის საქმესთან“ დაკავშირდებით ახალი სკანდალური დეტალები გახდეს ცნობილი.
* * *
ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ლომის მე-16, მე-17 და 18-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.
* ლომის და ასევე იმ ადამიანების (ვისაც პირად ჰოროსკოპში ლომის მე-16, მე-17 და 18-ე აქტიური გრადუსი აქვთ) ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გადახედონ საკუთარ წარსულს, გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, გამოასწორო შეცდომები და გამოავლინონ ახალი ინიციატივები.
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – ვერძებისთვის და მშვილდოსნებისთვის. ეს პერიოდი მათ მოუტანთ ახალ ენერგიას და ძველი პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო „ახალ ხედვას“.
* ტყუპებისთვის და სასწორებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობებს გააჩენს. თუმცა მათ მოუწევთ პრიორიტეტის არჩევა და საკუთარი ძალისხმევის კონკრეტული პროექტებისკენ მიმართვა. რაც შეეხება მერწყულებს, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც საკუთარ თავთან, ისე პარტნიორთან შეთანხმების მიღწევა, სადავო საკითხებზე კომპრომისზე წასვლა და მოლაპარაკება. ეს კარგი დრო იქნება დასვენებისთვის და ფიზიკური თუ სულიერი ძალების აღდგენისთვის.
* მცირედით დისჰარმონიული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის – კუროსთვის, ქალწულისთვის და თხის რქისთვის. მათ სასურველია ძველი პროექტების დასრულებისთვის იზრუნონ, გამოიზოგონ ფიზიკური ძალა, ემოცია და არ გადაიღალონ.
* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის – კირჩხიბისთვის, მორიელისთვის და თევზებისთვის. ისინი პირველ რიგში, საკუთარ ემოციურ სისტემას უნდა მოუფრთხილდნენ, მაქსიმალურად მოერიდონ ნეგატიური ინფორმაციის ნაკადს, კონფლიქტებს და დაპირისპირებას. არ არის სასურველი რისკზე წასვლა.
ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
სიყვარულით,
რამაზ გიგაური”-წერს ასტროლოგი.