შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, გაქვთ თუ არა ნერვოზი

ყველას რომ არ შესწევს სტრესულ სიტუაციაში თვითკონტროლისა და თავშეკავების უნარი, ეს ცხადია, თუმცა, მეტ-ნაკლებად, ერთნაირი რეაგირებისა და მსგავსი რეაქციის ადამიანებს, გარკვეულ კატეგორიებად აჯგუფებენ.
მოცემული ტესტი, დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რამდენად წესრიგში გაქვთ ნერვები.
პასუხების ვარიანტები:
“ძალიან” – 3 ქულა
“არც ისე” – 1 ქულა
“არავითარ შემთხვევაში” – 0 ქულა
გაღიზიანებთ თუ არა: გაზეთის დაკუჭული გვერდი, რომლის წაკითხვასაც უნდა შეუდგეთ?
ახალგაზრდულად, ლამის “თინეიჯერულად” გამოწყობილი, ხანდაზმული ქალბატონი?
მოსაუბრის მეტისმეტი სიახლოვე (მაგალითად, ტრანსპორტში პიკის საათის დროს)?
ქუჩაში საჯაროდ მწეველი ქალი?
როდესაც ვიღაც თქვენი მიმართულებით ახველებს?
ვიღაცის ხმამაღალი სიცილ-ხარხარი, უადგილო ადგილას?
გამუდმებული ჭკუის დარიგება, იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა აკეთოთ?
როდესაც საყვარელი ადამიანი მუდმივად იგვიანებს?
როდესაც კინოსა თუ თეატრში თქვენს წინ მჯდომი წრიალებს, ვერ ისვენებს და, რაც მთავარია, მუდმივად კომენტარს უკეთებს სცენასა თუ ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს?
როდესაც ცდილობენ გიამბონ იმ წიგნის სიუჟეტი, რომლის წაკითხვასაც აპირებთ?
როდესაც არასაჭირო ნივთებს გჩუქნიან?
ვიღაცის ხმამაღალი საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?
მეტისმეტად მძაფრი სუნამოს სუნი?
როდესაც ვიღაც თქვენ წინაშე იკვნეტს ფრჩხილებს?
ადამიანი, რომელიც მეტისმეტად აქტიური და უადგილო ჟესტიკულაციით გესაუბრებათ?
ჟარგონებით ან ბარბარიზმებით მოსაუბრე კოლეგა?
შეაჯამეთ ქულები:
0 და მეტი ქულა – თქვენ არ მიეკუთვნებით მშვიდ და მომთმენ ადამიანთა კატეგორიას. ყველაფერი გაღიზიანებთ, წვრილმანებიც კი! მეტისმეტად ფეთქებადი ხართ, ადვილად კარგავთ წონასწორობას, როგორც სამსახურებრივ, ასევე, პირად ურთიერთობებში.
ანგრევთ საკუთარ ნერვულ სისტემასაც და ანერვიულებთ გარშემო მყოფებსაც! თავი ხელში უნდა აიყვანოთ!
12-დან 49 ქულამდე – თქვენ გაგიმართლათ, რადგან ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელსაც შეუძლია ყურადღება არ მიაქციოს ბევრ ცხოვრებისეულ უსიამოვნებას და რაც მთავარია, ტრაგედიად არ აქციოს ყოფითი ვაებანი!
ჩვეულებრივ, მეტისმეტად დაუშვებელი საქციელი და ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტორები გამოგიყვანთ მხოლოდ წყობიდან. უნარი შეგწევთ, “ზურგი შეაქციოთ” უსიამოვნებებს, საკმაოდ ადვილად ივიწყებთ მათ და არ გიძნელდებათ ადამიანთა პატიება!
11 და ნაკლები ქულა – თქვენი ჭეშმარიტად ოლიმპიური სიმშვიდე და რეალური შეხედულებები ცხოვრებაზე, ალბათ დიდი ხანია გარშემო მყოფთა გაოცებისა და შეიძლება ითქვას, კეთილი შურის მიზეზიც კია.
შესაძლოა, ეს ტესტი არ არის თქვენი ხასიათის ფარული თვისებების გამოსააშკარავებლად მიმართული, ამას თქვენ უკეთ განსჯით, თუმცა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მწყობრიდან გამოყვანა არც ისე ადვილია! ეს კი თქვენს სასიკეთოდ მეტყველებს.
დასასრულ კი, რჩევები მათ, ვინც ატყობს, რომ ნერვები წესრიგში არ აქვს:
ბევრი ისეირნეთ ბუნებაში;
ყოველდღიურად უსმინეთ საყვარელ მელოდიას; ხშირი კონტაქტი იქონიეთ იმ ადამიანებთან, ვისთან ყოფნაც გამშვიდებთ;
აკეთეთ მხოლოდ საყვარელი საქმე (დროებით მაინც, სანამ კრიზისი გადაგივლით);
იკითხეთ საყვარელი ჟანრის ნაწარმოებები, ყოფითი უსიამოვნებებისაგან თავდასაღწევად;
გაღიზიანების მომენტში “აფეთქების განსამუხტად” შეეცადეთ გაიხსენოთ ყველაზე ლამაზი და სანატრელი დღე თქვენი ცხოვრებიდან (აღელვება აუცილებლად გადაგივლით, უარყოფით მუხტს კი დადებითი შეცვლის, თუ, რა თქმა უნდა, თავს მოერევით და ამას შეძლებთ).

წყარო: galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები