რუსეთის დუმის დეპუტატი ვალენტინა მატვიენკო მოქალაქეებს მიმართავს და მათ მოუწოდებს შაქრისა და წიწიბურას მარაგების შესყიდვისგან თავი შეიკავონ.
ინფორმაციას სააგენტო ”ტასი” ავრცელებს
მატვიენკოს თქმით, რუსეთს პროდუქტების საკმარისი მარაგი აქვს. დუმის დეპუტატი დასძენს, რომ პანიკა ასეთ დროს პატრიოტული საქციელი არ არის.
”ახლა ყველა თქვენგანის პასუხისმგებლობაა, გაგებით მოეკიდოთ სიტუაციას, არაა საჭირო შაქრისა და წიწიბურას ამ რაოდენობით შესყიდვა, ნუ აგროვებთ, ხოჭოები დაგესევათ. ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში იგივე მოხდა და ეს მარაგი გამოგელიათ?“ – ამბობს მატვიენკო.