ჰოლივუდის ვარსკვლავი შარლიზ ტერონი ფილმში „ფორსაჟი 8“ მთავარ ბოროტმოქმედად მოგვევლინება. ინფორმაცია ფილმში ტერონის მონაწილეობის შესახებ კინოკომპანია Universal-მა ოფიციალურად დაადასტურა.
„მივესალმებით შარლიზ ტერონს „ფორსაჟის“ ოჯახში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობილია ასევე, რომ მსახიობმა უკვე გააფორმა კონტრაქტი Universal-თან და გადასაღებ მოედანზე მაისიდან გამოჩნდება. ფილმ „ფორსაჟი 8“-ს გამოსვლას კი 2017 წლის 12 აპრილისთვის აანონსებენ.
კინოსურათში ასევე ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი, კრისტოფერ ბრიჯესი და სხვა მსახიობები იღებენ მონაწილეობას.
სხვა სიახლეები