შარლიზ ტერონი ოფიციალურად „Fast 8“-ში ითამაშებს, რომელიც საქართველოში ფორსაჟის სახელით არის ცნობილი.მის როლთან დაკავშირებით დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ მსახიობი უარყოფით გმირს ითამაშებს. სტუდიამ მსახიობს თანამშრომლობა შესთავაზა , მაგრამ ის არ თანხმდებოდა, რადგან ჯერ კიდევ არ იყო სცენარზე მუშაობა დასრულებული და შარლიზ ტერონისთვისაც ყველა დეტალი არ იყო ცნობილი. ფილმის გადაღება ამ ზაფხულს დაიწყება და ეკრანებზე 2017 წლის 14 აპრილს გამოვა. ფილმში მონაწილეობას ვინ დიზელი, დვეინ ჯონსონი, ტირეს გიბსონი და მაიკლ როდრიგესი მიიღებენ.