შარლიზ ტერონის და შონ პენის გამოჩენას კანში განსაკუთრებული ემოციით ელოდნენ. გასულ წელს მათი გახმაურებული რომანი სწორედ კანის კინოფესტივალზე დასრულდა. წელს კი ყოფილ შეყვარებულებს კანში ერთობლივი ნამუშევრის – დრამის „უკანასკნელი სახე“ წარდგენა მოუწიათ.
ტერონმა ფილმში მთავარი როლი შეასრულა, პენი კი რეჟისორად მოგვევლინა. იმის მიუხედავად, რომ კინოფესტივალზე ფილმის ასევე სხვა შესანიშნავი მსახიობები – ჰავიერ ბარდემი, ჟან რენო, ადელ ეკზარკოპულოსი იმყოფებოდნენ, ყურადღება განსაკუთრებულად დიდი დოზით შონ პენს და შარლიზ ტერონს ეთმობოდა. სამწუხაროდ, ყოფილი შეყვარებულების ერთად ყოფნა ფესტივალზე მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობა იყო და მეტი არაფერი. ფოტოსესიის დროსაც პენი და ტერონი დემონსტრაციულად ცალ-ცალკე პოზირებდნენ.
სხვა სიახლეები