ზებრაგადასასვლელზე, შანხაიში, ნამდვილი ზებრის ნახატი გამოჩნდა. ასე „ზებრის“ ნამდვილ ზებრაში ზუსტი ტრანსფორმირება მოხდა, – წერს გამოცემა Mashable.
მედიასაშუალებაში აღნიშნულია, რომ როდესაც საუბარია გზებზე უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ქვეითთა ყურადღების მისაპყრობად უნდა მიმართო ნებისმიერ ხერხს. მოხატულ ზებრაგადასასვლელს და ნამდვილი ზებრის ნახატს Mashable-მა „გამოკვეთილი მხატვრული ნამუშევარი“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ რაიონში, სადაც გაჩნდა მოხატული ზებრაგადასასვლელი, დაახლოებით 200 000 ადამიანი მუშაობს და სარგებლობს გადასასვლელით.
ცნობისთვის, საგზაო ინციდენტები გადასასვლელებზე ქვეითთა მონაწილეობით ჩინეთში, კერძოდ კი, შანხაისა და პეკინში ხშირი მოვლენა გახდა.