ოფიციალურ გახსნამდე შანხაის „დისნეილენდმა“ პირველად პარკის აეროფოტოსურათები გამოაქვეყნა. ფოტოებზე „დისნეილენდებს“ შორის ყველაზე მაღალი სასახლე, ატრაქციონები და სასტუმროები ჩანს. სასახლე შანხაის „დისნეილენდის“ ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა – მისი სიმაღლე 196 მეტრს შეადგენს. მასში ყველა ზღაპრული პრინცესა, მათ შორის ფიფქია ცხოვრობენ.
ცნობილია, რომ „დისნეილენდი“ შანხაიში 16 ივნისს გაიხსნება. 7 მაისიდან კი პარკის ხელმძღვანელობა ატრაქციონების შემოწმებითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, მსოფლიოში მეექვსე „დისნეილენდის“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო.
Prev Post
წიკლაურის სკანდალური განცხადება – ქორწინება მართლაც არის კაცის და მამაკაცის სოციალური ერთობა (ვიდეო)
Next Post
სხვა სიახლეები