ინგრედიენტები:
შამპანური – 750 მლ,
ფორთოხლის წვენი – 1 ლ,
შაქრის ფხვნილი – 1 ჭიქა,
ფორთოხალი – 5 ცალი.
მომზადების წესი: ფორთოხალი დავჭრათ, შაქარი დავაყაროთ და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ. შემდეგ ფორთოხლის წვენი და შამპანური დავუმატოთ და ჭიქებში ჩამოვასხათ.