შალვა რამიშვილი: მეგობრებო, “იმედთან” ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!

ტელეწამყვანი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სადაც აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს და ამის ინიციატორი თავად ტელეკომპანიაა.
„მეგობრებო, “იმედთან” ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!
დღეს იმ კომპანიამ რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში” , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს “2 გოგოს” უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში” “იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.
შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად “პოლიტიკას” . კვირას ვერ გავა “ილო ბეროშილის შოუ” , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.
ვაპირებ ვითარების გარკვევას”, – წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები