შალვა რამიშვილი გვარამიაზე: ციხეზე რომ მოვხვდები, ვიძინებ და წიგნებს წავიკითხავო… რა კურორტულია ციხე მის წარმოსახვაში
შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება.
“ახლა დავაკვირდი: ეს “ნაც.ჩინოსნები” ხო ციხეზე არ მჯდარან ვაბშე.
(გვარამიამ გამახსენა: ციხეზე რომ მოვხვდები, ვიძინებ და წიგნებს წავიკითხავო … რა კურორტულია ციხე მის წარმოსახვაში
ციხეზე ჯდომა არის სმენებში ძილი, 8 კვადრატულში რო 40 კაცია. კამერაში რო კუტკავიკები გყავს და დაჩკას და ლარიოკს რო უყოფ. ნარდს რო თამაშები “ატჟიმანიებზე” (აბა სერიოზული თამაშები ჩემს დროს არ იყო). შუქის ჩაქრობის შემდეგ ათას ამბავს რო ისმენ კრასლაგებში ნატანჯი ზეკებისგან.
ციხეზე ჯდომაა, როცა ყველა შენს საქციელსა და სიტყვას აკონტროლებ, რადგან იცი რო ერთი პატარა შეცდომა და ციხე არ გაპატიებს. ციხე არის ადგილი, სადაც “ზეკების” გარემოცვაში საკუთარი ღირსების შენარჩუნება სიცოცხლის შენარჩუნებას უდრის.
ესენი კი პროჭებივით ჰყავდათ და ჰყავთ გადაკეტილი სამარტოო საკანში. რა ჩემი ფეხების ციხეა ეგა”, – წერს შალვა რამიშვილი სოცქსელში.