ბავშვთა ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი მეუღლის შარფზე წერს, რომელიც თილისმასავით ჰქონდა და მის გარეშე ყოფნა არ შეეძლო. მას მეუღლე, ვალერია ესიზმრა, რომელმაც სხვა შარფზე მიუთითა, რომ გამოადგებოდა:
“ჩემი მეუღლე ვალერია 2012 წელს გარდაიცვალა. მისგან სამახსოვროდ დავიტოვე სხვა შარფი, რომელიც მალე გაიცრიცა და თანდათან ხმარებისთვის გამოუსადეგარი ხდებოდა. არადა მე ამის გარეშე არ შემეძლო. ეს თილისმასავით მქონდა. ერთხელ რუსეთის ქალაქ ირკუტსკში ვარ და ღამე ასეთი რამ მესიზმრა-ვხედავ ვალერია დგას გარდერობთან და უჯრიდან რაღაც ანგელოზებით მოხატულ შარფს მაწვდის. მე ვეკითხები-რა არის-მეთქი ეს? იმ შარფის ნაცვლად ეს გაიკეთეო, მეუბნება. ეს უფრო გამოგადგებაო. ამით დამთავრდა ჩემი სიზმარი, რომელიც ჩემს შვილს პაატას ვუამბე, გავიდა თვეზე მეტი, მოსკოვში ვარ, ბინაში, დასაწოლად ვემზადები. მივედი გარდერობთან ღამის პერანგის გამოსაღებად. მექანიკურად შევყავი კარადაში ხელი და ეს ანგელოზებით მოხატული შარფი არ გამოვიღე.
შალვა ამონაშვილი”-წერს შალვა ამონაშვილი.
Prev Post
სხვა სიახლეები