„შავი ჭირის“ ახალი შემთხვევა ჩინეთში – დაავადებულია სამი წლის ბავშვი

„შავი ჭირის“ ახალი შემთხვევა ჩინეთში – დაავადებულია სამი წლის ბავშვი

დასავლეთ ჩინეთში შავი ჭირის ახალი შემთხვევა დაფისქირდა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება. საშიში დაავადებით სამი წლის ბიჭი დაავადდა.

სოფელ მენგაის მაცხოვრებელი სამი წლის ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. სოფელი მონღოლეთის საზღვართან მდებარეობს. აგვისტოში, ამავე ლოკაციაზე, შავი ჭირით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბავშვის დაავადების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, სოფელში სამ მკვდარ ვირთხაზე ჩატარდა კვლევა და ისინი ამ დაავადების გადამტანები აღმოჩნდნენ.

შავი ჭირი ერთ–ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომლის გადამტანებიც ვირთხები გახლავთ. მე–14–ე საუკუნეში, ამ დაავადებამ 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები