ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაინტი, იგივე შავი მამბა, რომელიც 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, დღეს 42 წლის გახდებოდა.
ვერტმფრენში, რომელმაც კატასტროფა განიცადა, კიდევ 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის კობის შვილი ჯიჯი ბრაიანტი. მომხდარის შედეგად ყველა მათგანი გარდაიცვალა.
კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.
ბრაიანტი ცნობილია ასევე მრავალმილიონიანი სარეკლამო ხელშეკრულებებით, კერძოდ, ის თანამშრომლობდა Adidas-თან და Nike-თან.
2018 წელს ბრაიანტმა ფილმისთვის „ძვირფასი კალათბურთი“ („Dear Basketball“) მიიღო „ოსკარი“ ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“.