ინგრედიენტები: უკურკო ყურძენი (მწვანე ან შერეული) -1,8 კგ.; ნაღების ყველი- 225 გრ.; არაჟანი – 225 გრ.; შაქარი- 100 გრ ; ვანილი- 1 ჩ/კ; ყავისფერი შაქარი – 2 ს/კ; თხლად დაჭრილი თხილი -110 გრ.
მომზადების წესი: ყურძენი გავრეცხოთ და გავაშროთ. თასში არაჟანი, ნაღების ყველი, თეთრი შაქარი და ვანილი ერთმანეთს შევურიოთ. შემდეგ ყურძნის მარცვლები დავუმატოთ და კიდევ ერთხელ კარგად ამოვურიოთ. ბოლოს სალათას ზევიდან ყავისფერი შაქარი და დაჭრილი თხილი მოვაყაროთ.