ინგრედიენტები: უკურკო ყურძენი (მწვანე ან შერეული) -1,8 კგ. ნაღების ყველი – 225 გ. არაჟანი – 225 გ. შაქარი – 100 გ. ვანილი – 1 ჩ/კ, ყავისფერი შაქარი – 2 ს/კ, თხლად დაჭრილი თხილი -110 გ.
მომზადების წესი: ყურძენი გავრეცხოთ და გავაშროთ. თასში არაჟანი, ნაღების ყველი, თეთრი შაქარი და ვანილი ერთმანეთს შევურიოთ. შემდეგ ყურძნის მარცვლები დავუმატოთ და კიდევ ერთხელ კარგად ამოვურიოთ. ბოლოს სალათას ზევიდან ყავისფერი შაქარი და დაჭრილი თხილი მოვაყაროთ.