ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 18 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოადიქოს ნიშნებს აფრთხილებს:
„გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან მაღალია სხვათა მხრიდან მოტყუების და საკუთარ ილუზიების აყოლით ობიექტურობის დაკარგვის საფრთხე. ყურადღებით მოიხმარეთ ელექტროტექნიკა, რადგან არაა გამორიცხული წარმოიშვას მეტად სერიოზული პრობლემები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – შედეგიანი აღმოჩნდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ინტელექტუალური პოტენციალის და საკუთარი კომპეტენციის გამოვლენა, ცოდნის და ახალი ინფორმაციის შეძენა. კარგი დღეა ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება, მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ცხარე საკვების მიღებას, კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, შავი, მწვანე და იისფერი, ასევე ოპალი, ონიქსი, მარგალიტი, იასპი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და სასწორს“, – აცხადებს ასტროლოგი.