ყოფილმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ გემი ააგო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ გემი ააშენა.
“არგოს” მშნებლობის პროცესში პროფესორთან ერთად სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
გემს მდინარე რიონში 31 მაისს გაუშვებენ, ხოლო 2 ივნისს, ვანში საზეიმო მიღების შემდეგ, “არგო” მუზეუმის ეზოში გადაინაცვლებს.
​ომარ ნიშნიანიძის თქმით, ის “არგოს” ახალ სიცოცხლეს სძენს, რომლის მიზანიც ქუთაისში „არგონავტიკის“ თემის გაცოცხლება და ტურიზმის განვითარება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა დეპუტატმა „არგოს“ მშენებლობისა და ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეა 2013 წელს გამოთქვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები