“ყოველ დღე ვუყურებ როგორ გამოაქვთ მიცვალებულები ამწეებით აივნებიდან და ამათ უკან დაჯდომა ეთაკილებათ” – საზღვარგარეთ მყოფი ქართველი
საზღვარგარეთ მყოფი სამი შვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის საქართველოში არ ჩამოდის იმის გამო, რომ ინფიცირების წყარო არ გახდეს, ქართულ საზოგადოებას კი ავტომობილში უკანა სკამზე დაჯდომა ეთაკილება:
“მე სამი შვილით საქართველოში არ ჩამოვდივარ რომ მეტი საფრხე არ შევუქმნა ჩემს სამშობლოს, პოტენციური ვირუსი ვარ, ყოველდღე ვუყურებ ამწეებით როგორ გადმოყავთ მიცვალებულები აივნებიდან რომ სადარბაზო არ გამოატარონ და ამათ უკან დაჯდომა ეთაკილებათ. ასეთი ხალხი რატომ არსებობს საერთოდ”, წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.