დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ რაც უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება:
“გეუბნებით, 125 ადამიანიდან საქართველოში, ვინც ავად გახდა, ყოველი 125-ე დაიღუპება… ბინაზეც დაიღუპებიან ადამიანები, როდესაც ათიათასობით ადამიანი ავად გახდება. ამიტომ, არ გვინდა, რომ ათიათასობით ადამიანი ერთდროულად იყოს ავად”, – თქვა მან გარდაცვლილებზე საუბრისას.