თბილისში, საბურთალოზე მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეგობარი ემოციურ სტატუსს აქვეყნებ:
“ყველა ჩვენი შეხვედრა და საუბარი თვალწინ მიდგას და ჩამესმის. ყოველთვის საოცარ სითბოსა და სიხარულს ასხივებდა. მთხოვდა, ახალი სიმღერები გამეგზავნა მისთვის, რომ თავისი მეგობრებისთვის გაეზიარებინა. სულ მეუბნებოდა თავისი საყვარელი ხმით – “შენი Fანი ვარ სოfიიიიიიიი” და მეხუტებოდა საოცარი, ბავშვური სითბოთი.
როცა ალბომზე ვმუშაობდი მასთან სახლში, დღე არ გავიდოდა, ჩემთვის ყავა არ მოემზადებინა, არ ეკითხა, რამე ხომ არ მინდოდა. თავისი ოთახიდან გამოდიოდა, ხან რა ეცვა, ხან თმას რა ფრად შეიღებავდა. სულ მეკითხებოდა აზრს, მომწონდა თუ არა. მერე ცეკვის ილეთებს მაჩვენებდა და მე აღფრთოვანებული ვუყურებდი.
არ ვიცი, რით ვანუგეშო მისი მშობლები, საერთოდ, რა ვთქვა აღარ ვიცი, სიტყვები უძლურია. გამოფიტული ვარ დილიდან და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ.
ეს ჩანახატი დღიურიდან ალბომის გამოსვლის შემდეგ გამომიგზავნა. მისი ფავორიტი სიმღერა – 9 Miles Away იყო და სულ მეუბნებოდა, ამ სიმღერაზე ცეკვას დავდგამო.
ლენო, ვერ ვიჯერებ და არც მინდა, დავიჯერო! ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რომელსაც მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით თუ გადავიტანთ”.
სხვა სიახლეები