“ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამათმა ზიზღმა და ბოღმის ნთხევამ” -უფლებადამცველი შეშლილ საზოგადოებაზე
უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ბერა ივანიშვილის მიმართ, რომელიც გუშინ ვაჟის მამა გახდა, საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ სარკაზმულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გულწრფელად ვიძახი რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა!
ამ ფსიქიკურად შეშლილებთან ერთად ერთ ქვეყანაში არ მინდა!
ყველაფერი სიძულვილის ნთხევად აქციეს.
ახალგაზრდა ბიჭს შვილი შეეძინა და იმის მაგივრად რომ ცოტა ხნით მაინც გადადონ პოლიტიკური ბოღმა გვერდით დგანან და ანთხევენ ღვარძლს .
ბერა ივანიშვილის შვილის ძეობაზე ისეთ კომენტარებს ვკითხულობ რომ ნამდვილად დიიიდიი ფსიქიატრიული საავადმყოფოა ეს ქვეყანა აღარ არის ასე რამ გააბოროტა ეს ბრბო ღმერთო ჩემო ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამათმა ზიზღმა და ბოღმის ნთხევამ”. – წერს უფლებადამცველი.