„ყვითელ მიკროავტობუსში მძღოლმა ჯიბიდან წითელი რაღაც ამოიღო და გოგოს გაუწოდა“ – მგზავრი

ფეისბუქმომხმარებელი ყვითელ მიკროავტობუსში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს:

“მძღოლმა ჯიბიდან წითელი, გულის ფორმის ხავერდის კოლოფი ამოიღო და გაჩერებაზე ჩასასვლელად მომზადებულ გოგონას თავისი შვილის სახელით ცოლობა სთხოვა. დაბნეულმა­ გოგონამ­ ჯერ მგზავრებს გამოგვხედა, შემ­დეგ მძღოლს შეხედა და ის იყო, ჩასვლა დააპირა, რომ მიკროავტობუსში 21-ოდე წლის ბიჭი ამოვიდა, მძღოლს წითელი კოლ­ოფი გამოართვა და იმავე კითხვით გოგონას მიმართა. დაბნეულმა ქერათმიანმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა და მის წინ დაჩოქილ ყმაწვილს გადაეხვია. ახალგაზრდები ტაშითა და შეძახილებით ჩავაცილეთ მიკროავტობუსიდან. სამამამთილომ კი გვითხრა – „ჩემს ერთადერთ ვაჟს პირველი კლასიდან უყვარს თანაკლასელიო. მერე გაიღიმა და – დღეს ყველას უფასოდ გემსახურებითო,“ – წერს ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში.

წყარო: http://digest.pia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები