ყველის წვნიანი

ინგრედიენტები:
ქათმის ბარკალი – 2 ცალი,
ყველი – 2 ცალი,
კარტოფილი – 4 ცალი,
სტაფილო – 1 ცალი,
ხახვი – 1 ცალი,
სუხარიკები – 50 გრ.
ზეთი – 50 გრ. მარილი, პილპილი, მწვანილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათმის ბარკლებს 2,5 ლიტრა წყალი დავასხათ და ბულიონი გავაკეთოთ. უკვე მოხარშულ ბარკლებს ხორცი გავაცალოთ და წვრილად დავჭრათ, კარტოფილი -კუბიკებად და ბულიონში მოვხარშოთ. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ და ერთად მოვთუშოთ. ყველი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ და ბულიონში ჩავყაროთ. შემდეგ – ხორცი, ხახვი და სტაფილოც. მარილი და პილპილი მოვაყაროთ. ვადუღოთ, სანამ ყველი არ გადნება. სუფრასთან სუხარიკებთან ერთად მივიტანოთ და წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები