ინგრედიენტები: ყველის სახეობა გემოვნების მიხედვით, პომიდორი – 2 ცალი, მაიონეზი -2 ს/ კ. მწვანე ხახვი – 3 ცალი, ნიორი -1 კბილი, ოხრახუში -5-6 ღერი, გასაფორმებლად – ბულგარული წიწაკა, მარილი -გემოვნებით.
მომზადების წესი: პომიდორი თხელ მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ, ოხრახუში წვრილად დავჭრათ. ნიორი საჭყლეტში გავატაროთ. თასში დაჭრილი მწვანილი და ნიორი მოვათავსოთ, შემდეგ მაიონეზი დავუმატოთ, მარილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. მიღებული შიგთავსი ყველის ნაჭრებზე მოვათავსოთ, პომიდვრის ნაჭრები დავაწყოთ, რგოლებად გადავახვიოთ და მწვანე ხახვის ღეროთი შევკრათ. თეფშზე დაჭრილ ბულგარულთან ერთად მოვათავსოთ.