ინგრედიენტები:
ყველი – 150 გრ.
კვერცხი – 1 ცალი,
კეფირი – 250 მლ.
ფქვილი – 100 გრ.
გამაფხვიერებელი.
მომზადების წესი: ყველი გავხეხოთ. კვერცხი ყველთან ერთად ავთქვიფოთ. კეფირი დავასხათ და კარგად ავურიოთ. მიღებულ მასას ფქვილი და გამაფხვიერებელი დავუმატოთ და ავურიოთ. ცომი გამოსაცხობ ფორმებში ჩავასხათ და ღუმელში 200 გრადუსზე 20-30 წუთით შევდგათ.