ყველა ოცნება აგიხდებათ! 2017 წლის ბედნიერად ცხოვრების კალენდარი

ასტროლოგები გვპირდებიან, რომ 2017 წელს ბევრი საქმის გაკეთებას მოვასწრებთ და ეს წელი უსასრულოდ მოგვეჩვენება. ამიტომ აქვე რეცეპტსაც გვთავაზობენ – როგორ მოვახერხოთ და ვიყოთ მამლის წელიწადში ერთდროულად ბედნიერებიც და წარმატებულებიც.

იანვარი

იანვარი ოჯახის თვეა და გირჩევთ იგი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ. მეტიც, აუცილებლად აღნიშნეთ ყველა დღესასწაული – მათ შორის ძველით ახალი წელიც. შრომა და თავგანწირვა, თებერვლიდანაც გეყოფათ.

თებერვალი

თებერვალში არც ერთ გამოწვევასა და შემოთავაზებაზე არ თქვთ უარი. იმ შემთხვევაშიც კი თუ გეჩვენებათ, რომ ამ საქმის გაკეთებას ვერ შეძლებთ. ისწავლეთ მოუსმინოთ გულისთქმას და ხშირად გარისკოთ.

მარტი

განაახლეთ გარდერობი. დატკბით ცხოვრებით. ეცადეთ პოზიტივი დაინახოთ ყველგან და ყველაფერში. დრო დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას და კულტურულ ღონისძიებებზე სიარულს. მორთეთ სახლი და არ მოგერიდოთ გარეგნობაში ექსპერიმენტების ჩატარების.

აპრილი

ეცადეთ უფრო ლოიალური იყოთ ადამიანების მიმართ. ხშირად გაიღიმეთ, თუმცა არასოდეს დათმოთ პოზიციები და ყოველთვის თქვით რასაც ფიქრობთ.

მაისი

მაისი ლოგიკისა და გეგმების შემუშავების თვეა. ყველა საქმის გადაწყვეტისას ჩართეთ ლოგიკა და ინტუცია. მაისი საკმაოდ ხმაურიანი თქვე იქნება, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ივნისი

ეს თვე საუკეთესოა ფიზიკური აქტივობებისთვის. აუცილებლად ივარჯიშეთ. თუ სპორტდარბაზში წასავლელად დრო არ გრჩებათ, ფეხით იარეთ ბევრი. კარგი იქნება თუკი კვების რაციონსაც გააკონტროლებთ.

ივლისი

საუკეთესო დროა ადამიანებთან ურთიერთობის ასაწყობად ან ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. მოიქეცით ბავშვებივით, ხშირად შეაქეთ ახლობლები და იყავით კრეატიულები.

აგვისტო

ეს თვე თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. რადგან ერთდროულად რამდენიმე დავალება გექნებათ გადასაწყვეტი. სტრატეგიულად დაგეგმეთ სამოქმედო გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ წლამდე დაგეგმილ გეგმას ვერ შეასრულებთ და იმედგაცრუებული დარჩებით

სექტემბერი

რიტორიკის გაკვეთილები, ნებისმიერი ჩვენგანისთვის ამაო აღმოჩნდება. თავად უნდა ვისწავლოთ გადაწყვეტილების მიღება და არც სხვისი ნათქვამი შენიშვნა და კომენტარი მივიტანოთ გულთან ახლოს. სექტემბერში ბევრი ჩვენგანი მიხვდება ვინ უნდა ჰყავდეს მთელი ცხოვრება გვერდით და ვისგან უნდა დაიჭიროთ თავი შორს.

ოქტომბერი

ეცადეთ, არ აჰყვეთ მოგონებებს და მიმდინარე პრობლემები წარსულის მოგონებების ხარჯარზე არ გადაწყვიტოთ. ეცადეთ მიეჩვიოთ საკუთარი ემოციებისა და სიტუაციის კონტროლს.

ნოემბერი

დეპრესია და დაღლილობა შემოგიტევთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გარშემომყოფებსაც იგივე პრობლემები აქვთ და ეცადეთ მკაცრად ნუ განსჯით. შეუმჩნეველს ნუ დატოვებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თვქენი დახმარება სჭირდებათ.

დეკემბერი

დეკემბერი არა ერთი აღმოჩენის თვე იქნება. უამრავ პრობლემასა და გადაუწყვეტელ საკითხს მოუძებნით ახსნას. თუკი დეკემბერში ცხოვრებისეულ გამოწვევებს სწორად გაართმევთ თავს, ჩათვალეთ რომ 2018 წლის პირველი ნახევარი, გარანტირებულად წარმატებული გექნებათ.

წყარო: http://www.pomada.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები