“ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო” – ნინო შუბ­ლა­ძე თა­ვი­სი დის უკა­ნას­კნელ დღე­ებს იხ­სე­ნებს

ჟურ­ნა­ლის­ტი, ნინო შუბ­ლა­ძე “რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა “ექი­მებ­ში“ თა­ვი­სი დის, სო­ფოს უკა­ნას­კნელ დღე­ებს იხ­სე­ნებს და ჰყვე­ბა იმ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რაც პოს­ტკო­ვი­დურ ეტაპს ახ­ლდა თან. ნი­ნოს თქმით, მისი და კო­რო­ნა­ვირუ­სით მე­ო­რე­დაც და­ინ­ფი­ცირ­და, რა­საც ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო.

“ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად და­ი­წყო სო­ფოს კო­ვიდის­ტო­რია. არ ვი­ცო­დით, რომ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. ჯერ ფეხი ატ­კივ­და. მივ­ხე­დეთ ფეხს. მერე რა­ღაც ინ­სულ­ტი­ვით ჰქონ­და, მე­ტყვე­ლე­ბა აე­რია. წა­ვე­დით ნევ­რო­ლოგ­თან. სო­ფომ ძა­ლი­ან და­იკ­ლო წო­ნა­ში და თქვა, რომ ლა­ვი­წის ძვლე­ბი მაქვს არე­უ­ლიო. ხუმ­რობ­და, მგო­ნი, თა­ვი­დან ვსწავ­ლობ ჩემს ორ­გა­ნიზმსო. წა­ვი­და, რენდგე­ნი გა­და­ი­ღო ამის გამო. რენდგე­ნი რომ გა­და­ი­ღო, იქ უთხრეს, რომ, მგო­ნი, ფილ­ტში გაქ­ვსო პრობ­ლე­მა.

მერე გა­და­ი­ღო კატე და კა­ტე­ზე რო­გორც კი ექიმ­მა შე­ხე­და, უთხრა, რომ შენ კო­ვი­დი გაქვს ან გა­და­ტა­ნი­ლი გაქ­ვსო. რე­ა­ლუ­რად, პოსტკო­ვიდ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­გეთ, რომ მან გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი იმი­ტომ, რომ მერე სის­ხლში ჰქონ­და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი პოს­ტკო­ვიდ ჯო­ჯო­ხე­თი.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გაძ­ლი­ერ­და ხვე­ლა, მერე ქო­ში­ნი და­ი­წყო და სას­წრა­ფოდ და­ვაწ­ვი­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. 21 დღე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვიბ­რძო­დით გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ძა­ლი­ან ცუ­დად ყო­ფი­ლა, აი, და­უ­რე­კავს და უტი­რია, აღარ შე­მიძ­ლია, და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ ხუთ წუთ­ში და­მი­რე­კავ­და ხოლ­მე, არ ინერ­ვი­უ­ლო, კარ­გად ვარ, უკვე ჩა­ვი­სუნ­თქე…

ეს ყო­ფი­ლა ჯო­ჯო­ხე­თიო, რა, ძა­ლი­ან მძი­მე ბრძო­ლაო, მაგ­რამ ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ და­ვა­მარ­ცხოო, ცოტა ღმერ­თიც მო­მეხ­მა­რო­სო. ყვე­ლა ანა­ლი­ზი თით­ქოს წეს­რიგ­ში იყო… პლაზ­მაც კი გა­და­უს­ხეს, ანუ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი… გვე­გო­ნა, რომ გა­დავ­რჩით, დღე დღე­ზე უნდა გა­მო­ე­წე­რათ და… კლი­ნი­კა­ში შე­ე­ყა­რა მე­ო­რე კო­ვი­დი. აი, მანდ უკვე მივ­ხვდით, რომ ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დით… ვერ ვი­ნე­ლებ ამ მე­ო­რე კო­ვიდს.

იმ­დე­ნი ვიბ­რძო­ლეთ, იმ­დე­ნი ვიბ­რძო­ლეთ… გავ­დი­ო­დით უკვე ფი­ნალ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე უნდა გა­მო­ე­წე­რათ. ისე დამ­ძიმ­და ფილ­ტვე­ბი. სას­წრა­ფოდ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ რეს­პუბ­ლი­კურ­ში, ემერ­ჯენ­სი­ში შე­იყ­ვა­ნეს და ერთ დღეს რომ 18-ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, მე­ო­რე დღეს 20 ჰქონ­და და მე­სა­მე დღეს – 24. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მო­ე­რე­ო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეში­ნო­და იმი­ტომ, რომ დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და ჩემს დას. სამ­წუ­ხა­როდ, ორ კო­ვიდს უკვე ვე­ღარ მო­ე­რია.

კომენტარები

სხვა სიახლეები