“ყველას უნდა დავემშვიდობო, ვინც ცაგარელის, მეფე ნარიმანის, კაკულიასა და ამგვარ სისულელეებს აზიარებს” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში მეგობრებს მიმართავს და წერს, რომ უნდა დაემშვიდობოს ყველას, ვინც მიხეილ ცაგარელისა და მეფე ნარიმანის (ბერი ნიკოლოზის) ამბებს აზიარებს: 

„მეგობრებიდან ყველას უნდა დავემშვიდობო, ვინც ამდენი წლის შემდეგ კიდევ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს, მეფე ნარიმანის ამბებს, კაკულიას წინაწარმეტყველებებსა და ამგვარ სისულელეებს აზიარებს და, შესაბამისად, ხალხს აცდენს. სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ ტყუილად იკავებთ იმ 5000 ადგილს და სულ ვერაფერი გაიგეთ ქრისტეს მოძღვრებისა”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები