“ყველას უმორჩილესად ვთხოვ, ჩემი ნატალი გადამირჩინოს” – 7 წლის რუსთაველ გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება

რუსთაველ 7 წლის ნატალიას ოსტეოგენური სარკომა დაუდგინდა, რომელიც სწრაფად პროგრესირდება.
როგორც “რეგიონულ კვირას ” ნატალის დედამ უთხრა,
ბავშვის დაავადება აგრესიული ფორმით მიმდინარეობს და მისთვის ყოველი წუთი გადამწყვეტია.

“საბოლოო და ზუსტი დიაგნოზი 28 მაისს დაგვისვეს, როგორც ექიმი გვესაუბრა, სასწრაფოდ გადასაყვანია საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ კლინიკაში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასა და ისრაელთან. ზუსტ თანხებს ადგენენ, ჯერ მხოლოდ დაახლიებით ვიცით. გერმანია აგვიანებს პასუხებს და გამოხმაურებას. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ფრენებზეც პრობლემა გვაქვს”, – ამბობს თიკო ალადაშვილი.

ნატალიას დედა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

“ყველას უმორჩილესად ვთხოვ, ჩემი ნატალის გადასარჩენად დახმარებას. პატარაა, მაგრამ პატრიოტული სულით მომართული, სიცოცხლით სავსე ანგელოზია, გამორჩეული და განსხვავებული აზროვნებით. წინ ბევრი გეგმები აქვს განსახორციელებელი. ნატალის წაკითხულ ლექსებს მოისმენთ ალბათ და ერთი ლექსის ბოლოს ამბობს ქართველებზე: მცირე ვართ? და მაინც იცოდეთ, ყოველთვის გვითქვამს ჩვენ ჩვენი სათქმელი. მე მაინც ჩემი მცირე ერის იმედი მაქვს, რომელიც ყოველთვის ამბობს სათქმელს ქმედებით და ამტკიცებს სიკეთეს ყველა გასაჭირის მიუხედავად” , – ამბობს ნატალიას დედა.

დახმარების მსურველებმა, გთხოვთ დარეკოთ – 0901 700177( ზარის ღირებულება 1 ლარი)

ან ჩარიცხოთ თანხა:

ლიბერთი ბანკი – GE58LB0711173776535001 – მიმღები თინათინ ალადაშვილი (ნატალის დედა)

თიბისი ბანი – GE95TB7767645064300011 – მიმღები თამარ ალადაშვილი ( ნატალის დეიდა)

საქართველოს ბანკი – GE19BG0000000101591575 – მიმღები სალომე ბლიაძე (ნატალის მამიდა)

კომენტარები

სხვა სიახლეები