“ყველას ეხება”! – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა  მიმდინარე  კვირის შესახებ “იმედის დილაში” ისაუბრა და მოსახლეობა  რთული დღეების შესახებ გააფრთხილა.

„დავიწყოთ იმით, რომ ეს კვირა კარგია. განსხვავებით, შემდეგი კვირისგან. შემდეგ კვირას მთვარის დაბნელება გვაქვს, რომელიც ძალიან რთულია ტრადიციულად. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სწორედ სავსე და თან დაბნელების მომენტი ერთად გვექნება.

ეს კვირა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მშვიდად, კარგად განვლოთ და წარმატებებსაც მიაღწიოს. 20 რიცხვი გარდამტეხი და მნიშვნელოვანია, რატომ – მიწის სტიქია ანუ კუროს ზოდიაქოს ნიშანში ახლა მზე უთმობს თავის ადგილს ჰაერის სტიქიას, ანუ მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოში, გვიან ღამით 20-ში.

ეს ნიშნავს, რომ შემდეგი 1 თვე, 20 ივნისამდე ჩვენ ვიქნებით ტყუპების ზემოქმედების ქვეშ, რაც ნიშნავს კარგს და ცუდს. ტყუპები გონებამახვილობას მოუმატებს თითოეულ ჩვენგანს, კომუნიკაბელურობას, დახვეწილი იუმორის შეგრძნების უნარს, უცხო ენების ადვილად ათვისების უნარს, გვაძლევს მოლაპარაკებებში წარმატების შესაძლებლობას, კომუნიკაციისთვის, მოგზაურობისთვის ძალიან კარგია.

თუმცა, ტყუპებს აქვს ნეგატიური თვისებები, ტყუილებისადმი მიდრეკილება, სულსწრაფობა, ზედაპირულობა ურთიერთობებში, შეიძლება დაპირება გასცეს და არ შეასრულოს. შინაგანი მერყეობა – ხან ერთი უნდა, ხან მეორე – თვითონ არ იცის რა უნდა. ზედმეტი ფანტაზიები – რის გამოც კარგად, მყარად არ დგას მიწაზე და არაპრაგმატულად იქცევა.

კიდევ ერთი დიდი მოვლენა გვაქვს კვირას – პლანეტა სატურნი, დიდი კოსმიური მასწავლებელი ხდება უკანმავალი, ანუ რეტროგრადული. გვაბრუნებს – ძველ სამსახურთან, ძველ სულიერ მოძღვრებთან, გვაბრუნებს ძველ პოლიტიკურ კანონებთან, რომელიც არ იყო მიღებული, ან არ წარიმართა ისე, როგორც შეიძლებოდა წარმართულიყო.

3 გეომაგნიტური დღე გვექნება – ოთხშაბათი, ხუთშაბათი, კვირა. განსაკუთრებული ყურადღებით ხანდაზმულები უნდა იყოს, თუმცა ყველას ეხება. არტერიული წნევა შევამოწმოთ“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები