ყველასთვის საყვარელი ფილმის “ლამაზმანის” გადაღებიდან 25 წელი გავიდა

ყველასთვის საყვარელი ფილმის “ლამაზმანის” (Pretty Woman) გადაღებიდან 25 წელი გავიდა. 1990 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი, მელოდრამა. „ლამაზმანი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი რომანტიკული კომედიაა. ფილმმა 463 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლი მოიტანა. აღმოჩნდა რომ, „ლამაზმანი“ ყველაზე შემოსავლიანი რომანტიკული კომედიაა კინოისტორიაში.
ფინანსურ მაგნატს ედვარდ ლუისს ღამის ქალაქში გზა აებნევა. იგი შემთხვევით ხვდება ლამაზ ქალთან. ვივიანი მეძავია, რომელიც მხოლოდ ნაღდი ფულის გადახდის შემთხვევაში თანხმდება დახმარებაზე. ერთი ღამის შემდეგ ედვარდი ხვდება, რომ ვივიანთან განშორება არ სურს. ამიტომაც დამატებითი ჰონორარით ითანხმებს მას 1 კვირით დარჩენაზე. ამ დროის განმავლობაში ვივიანი ფუფუნებასა და სიყალბეში ცხოვრობს. იგი ყველაფერს ითმენს, რადგან შეყვარებულია. ედვარდს მხოლოდ ძვირფასი სათამაშოს როლის შეთავაზება შეუძლია, რაც ვივიანს არ აკმაყოფილებს. იგი ოცნებობს ზღაპრულ უფლისწულზე, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებული გამოჩნდება მის დასახსნელად. ედვარდი დასძლევს ყოველგვარ შიშს და საყვარელ ქალს სანუკვარ ოცნებას აუხდენს.
ფილმში მთავარ როლებს, რიჩარდ გირი და ჯულია რობერტსი ასრულებენ.

წყარო:http://www.argumenti.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები