ყველასათვის გემრიელი სენდვიჩი 250 წლისაა

ფუდპანდა სენდვიჩების  მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ

ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური და რა თქმა უნდა, ქართული  სამზარეულო. არის შემთხვევები როცა  უარს არ ვამბობთ სწრაფ კვებაზეც, განსაკუთრებით კი სენდვიჩებზე…

საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი –   როცა  რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ  ყველაზე მარტივი გზა  – ესტუმრეთ www.foodpanda.ge  -ს.  ფუდპანდა და მისი პარტნიორები  მომხარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ.

გიყვართ სენდვიჩი? ფუდპანდა სენდვიჩების ფართო არჩევანს გთავაზობთ: სენდვიჩი ლორით,  სენდვიჩი ინდაურით, სენდვიჩი ხორცის ბურთულები მარინარას სოუსში,  სენდვიჩი იტალიური პიკანტური, სენდვიჩი საბვეი მელთი,სენდვიჩი საბვეი ქლაბი,სენდვიჩი იტალიური ბი-ემ-თი  აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი სენდვიჩი, სენდვიჩი სტეიკი და ყველი,  სენდვიჩი ლორით,ბოსტნეულის სენდვიჩი და სხვა,   შეუკვეთეთ რესტორნებიდან: ბურგერ ბარი, პიტა ფრეში, ტეხას ჩიქენი, საბვეი საბურთალო, არკობალენო, ტყუპის შაურმა,  ფრაგოლა ექსპრესი, გურმანი და სხვა  შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულს   თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.

ყველასთვის გემრიელი სენდვიჩი 250 წლისაა!!!  ერთ-ერთი ვერსიით, მე-18 საუკუნეში გამოუსწორებელმა მოთამაშემ  გრაფმა სენდვიჩელმა ჯონ მონტეგიუმ კარტის თამაშის დროს ოფიციანტს უბრძანა, ხორცის ნაჭერი ორ კარტს შორის მოეთავსებინა, რომ ის ჭამის დროს ხელში დასაკავებლად უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო. ასეთი სახით გამზადებული საკვები დამსწრე საზოგადოებას ძალიან მოეწონა. მათ ამის შემდეგ ასეთი ბუტერბროდების  სახელად „სენდვიჩის“ შეკვეთა დაიწყეს. ბუტერბროდმა, რომელიც შემდეგ მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა, სხვადასხვა ფორმა და სახე მიიღო. იმ ქალაქს კი, სადაც ის პირველად შეიქმნა სენდვიჩი ეწოდა.

ბრიტანეთში   ქალაქ სენდვიჩში სენდვიჩის შექმნის 250 წლისთავს განსაკუთებულად აღნიშნავენ. ამ  დღეს სენდვიჩში ამ მოვლენის აღსანიშნავად სასცენო კოსტუმირებული სანახაობები ეწყობა, რომლის ძირითადი მოტივი კარტის მოთამაშე ჰერცოგია. ამასთან, ქალაქის მთავარი სადღესასწაულო კერძიც, სწორედ სხვადასხვა ფორმის და ზომის სენდვიჩებია.

გთავაზობთ ყველაზე  გემრიელ რეცეპტს: ენდვიჩი ბეკონით და ქათმის ხორცით

ინგრედიენტები: პურის ნაჭერი 2, ნებისმიერი სალათი ან ისპანახი 1 მუჭა, ქათმის ფილე 100 გ, ბეკონი 4 ფირფიტა, პამიდორი 1, სოიოს სოუსი 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი 50 მლ,, ხმელი ბაზილიკი 1 ჩ.კ, ხმელი ორეგანო 1 ჩ.კ, მდოგვი 1 ჩ.კ

მომზადების წესი: ავურიოთ ბლენდერში ზეთი, მწვანილი, ორეგანო და ბაზილიკი. ამ სოუსში დავამარინადოთ წვრილ ზოლებად დაჭრილი ქათმის ხორცი რამდენიმე საათით (მინიმუმ 30 წუთი) ან წინა საღამოს დილისთვის.  ბეკონი შევწვათ ტაფაზე და გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე. ბლენდერში ავურიოთ სოიოს სოუსი, 1 ნაჭერი ბეკონი და მდოგვი. ქათამი შევწვათ 1-2 წუთით ორივე მხრიდან,  მდოგვიანი სოუსი პურზე გადავუსვათ, დავალაგოთ ქათმის ნაჭრები, ბეკონი, სალათი და პამიდორი. დავაფაროთ მეორე ნაჭერი პური

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!…

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ. 

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

 

R

კომენტარები

სხვა სიახლეები