ცნობილი მარტოხელების სიაში პირველ საპატიო ადგილს იკავებს
ჰოლივუდში ალბათ ბევრი არ მოიძებნება ისეთი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია, ლეონარდოს მსგავსად, ულამაზეს ქალებთან რომანებით დაიკვეხნოს. სხვადასხვა დროს ის ნაომი კემპბელს, ჰელენ კრისტენსენს, ჯიზელ ბიუნდჰენს,ევა ჰერცოგოვას, ბარ რაფაელის, ბლეიკ ლაივლის და „ვიკტორია სეკრეტის“ რამდენიმე სახეს ხვდებოდა. ზოგ მათგანთან რომანი წლები, ზოგთან კი 2 თვეზე ნაკლებიც გრძელდებოდა. მისი ყველაზე გრძელვადიანი რომანი ბრაზილიელ მოდელ ჟიზელ ბიუნდხენთან 5 წელს გაგრძელდა. მსოფლიო პრესა წერდა, რომ მსახიობი მალე დაქორწინებას გეგმავდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მოდელი მისი ცხოვრებიდან წავიდა. როგორც ჟიზელმა მაშინ განმარტა, ურთიერთობები უკვე ჩიხში იყო შესული.
ჯარედ ლეტოსნაირ ადამიანებზე ამბობენ ხოლმე, ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია. რასაც უნდა მოჰკიდოს ხელი, მას ყველაფერი საოცრად გამოსდისო. გარდა იმისა, რომ ის ნიჭიერი მსახიობია და „ოსკარიც“ აქვს, ის ასევე ქმნის მუსიკას, მღერის და რამდენიმე კლიპის რეჟისორობაც მოასწრო. იმის მიუხედავად, რომ ეს შემოქმედებითი ადამიანი თავის ნიჭთან ერთად უაღრესად სექსუალურია, დაოჯახებული არ არის.
ერთხელ ბატლერი გამოტყდა, რომ აზრზე არ არის, რას ნიშნავს, ერთი ნახვით სიყვარული. აღმოჩნდა, რომ ქალის შეყვარებისთვის მას ბევრი დრო და მასთან ხშირი ურთიერთობა სჭირდება. ამის მიუხედავად, მსახიობს ქალების მოყვარულის სახელი დიდი ხანია „მიაკერეს“. მას რომანი ისეთ ცნობილ ვარსკვლავთანაც ჰქონია, როგორიცაა ჯენიფერ ენისტონი. თუმცა მათში ყოველთვის მეგობრობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული. 2013 წელს მან რომანი იტალიელ მადალინ გინეასთან გააბა, რომელიც მსახიობზე მთელი 18 წლით იყო უმცროსი. ცხელი რომანი ნახევარ წელიწადს გაგრძელდა, თუმცა ქორწინებით არ დასრულებულა. იტალიელი მანდილოსნის შემდეგ მას რამდენიმე საინტერესო თავგადასავალიც ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მსახიობი ოჯახის შექმნას დიდად არ ჩქარობს.
ედრიენ ბროდის თქმით, მისი ცხოვრება „ოსკარის“ მიღების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. მსახიობის განცხადებით, ის მანამდე საწინააღმდეგო სქესის მხრიდან დიდი ყურადღებით ვერ დაიტრაბახებდა. დღეს კი მას თაყვანისმცემელთა მთელი არმია ჰყავს და სულაც ვერ ვიტყვით, რომ მსახიობი ამ შანსით არ სარგებლობს. მას რომანები ჰქონდა გადასაღებ მოედანზე გაცნობილ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც არიან: ნიკოლ კიდმანი, კირა ნაიტლი, პენელოპა კრუსი…. თუმცა ამჯერად მსახიობს უკვე სამი წელია სერიოზული რომანი აქვს და მისი მარტოხელობის სტატუსი, როგორც ჩანს, „საფრთხის ქვეშაა“. ის უკვე დიდი ხანია მოდელ ლარი ლიეტოს ხვდება.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ კიანუ რივზი უკვე 52 წლისაა. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი პირად ცხოვრებაში დიდი წარმატებით სულაც ვერ დაიტრაბახებს. ის ყოველთვის ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა გოგონების შერჩევის საკითხს. 1998 წელს მან მსახიობი ჯენიფერ საიმი გაიცნო. მათი რომანის შესახებ ბევრი საუბრობდა, თუმცა საქმე ქორწინებამდე არ მივიდა. 1999 წელს ჯენიფერი კიანუ რივზისგან დაორსულდა, თუმცა ბავშვი დედის მუცელში დაბადებამდე ერთი კვირით ადრე დაიღუპა. ამ ტრაგიკული ფაქტიდან 6 თვის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მას შემდეგ მას ასეთი სერიოზული რომანი არ ჰქონია. მას ჰქონდა გატაცებები, თუმცა არც იმდენად სერიოზული, რომ ოჯახი შეექმნა.