ასტროლოგები თვლიან, რომ ხასიათის თვისებებს, რომელიც დაბადებიდან თან უნდა დაყვეს ადამიანს, ხშირად ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მმართველი პლანეტები განაპირობებენ. აქედან გამომდინარე, არსებობენ რთული ხასიათის და შედარებით მარტივად საკონტაქტო ადამიანები. მკვეთრად ასოციალურები და სოციალურები. ამ მხრივ საინტერესო სტატისტიკასაც მივაგენით.
როგორც აღმოჩნდა, მეტ-ნაკლებად უჭირთ გარშემო მყოფებს მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და კომუნიკაცია. გამოკითხულთა 56% აღიარა, რომ მორიელთან ურთიერთობაში საჭიროა სიტყვების შერჩევა და გარკვეული დისტანციის დაცვა საიმისოდ, რომ ეს უკანასკნელი მტრად არ გადაიკიდოთ.
შედარებით მეტი ადამიანი მიიჩნევს საკმაოდ აუტანელი ხასიათის ადამიანებად კირჩხიბებს – 80%. გამოკითხულების აზრით, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან ურთიერთობაში საჭიროა მუდმივი რევერანსები, იმიტომ რომ, ვერ გაიგებ როდის რა სწყინს. ამასთან ერთად, იგი საკმაოდ ბუტია და წყენიაა. ახასიათებს შურისმაძიებლობა და სამაგიეროს გადახდის სურვილი.
დაბოლოს, ყველაზე აუტანელ ნიშნად გამოკითხულებმა 93%-ით დაასახელეს ვერძი. როგორც აღმოჩნდა, ვერძის ნიშნით დაბადებულებს შორის ყველაზე მეტი უტაქტო, უხასიათო, უპრინციპოდ ანჩხლი, აგრესიული და ეგოისტი ადამიანი იბადება. ამ ხალხის უმეტესობასთან ძნელია კონსენსუსის მიღწევა და როგორც წესი, არასოდეს უსმენენ თანამოსაუბრეს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge