ახალი კორონავირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლი – აშშ–ის ხელისუფლება ადასტურებს, რომ კონექტიკუტში 6 კვირის ახალშობილი ვირუსით გარდაიცვალა.
ხელისუფლების წარმომადგენელი, ნედ ლამონტი აცხადებს, რომ ახალშობილი ვირუსის შედეგად წარმოქმნილი გართულებების გამო გარდაიცვალა და ეს შემთხვევა შეერთებული შტატების პირველი სიკვდილია ბავშვებს შორის.
“ეს არის ვირუსი, რომელიც უტევს ორგანიზმს ყოველგვარი დანდობის გარეშე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სახლში დარჩენა და კონტაქტების შეზღუდვა. თქვენი და თქვენ გარშემო მყოფთა სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვლოცულობთ გარდაცვლილი ახალშობილის ოჯახისთვის ამ რთულ დროში”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.