ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი: ვინ არის ის?

მოღალატე ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი შევადგინეთ. გაინტერესებთ, როგორ გადანაწილდა ადგილები?

მეთორმეტე ადგილი – მორიელი. ჰიპერსექსუალური, საოცრად მიმზიდველი და ქარიზმატული მორიელი საოცრად ერთგულია პარტნიორის. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, მორიელი იმიტომ კი არ გიღალატებთ, რომ კეთილშობილია, არამედ იმიტომ, რომ ახალ მსხვერპლს არ ეძებს, სანამ ძველს სული არ გასძვრება.

მეთერთმეტე ადგილი – თხის რქა. მას თუ უკვე ჰყავს პარტნიორი, ვისთანაც ააწყო ურთიერთობა, ღალატში აზრს ვერ ხედავს. არც მოისურვებს, რომ დახარჯოს ფული ან გაისარჯოს სექსის გულისთვის. სექსი ხომ ისედაც აქვს და რაღაზე გაისარჯოს? ლოგიკას ვერ ხედავს.

მეათე ადგილი – კურო. თუ ყველაფერი აკმაყოფილებს ცხოვრებაში, – სახლ-კარი, უქმეებზე აგარაკზე გასეირნება – რაში სჭირდება ღალატი? რომ მერე განქორწინდეს და ისევ იქორწინოს? ამდენი სად შეუძლია კუროს?.. ერთხელ დაქორწინდა და ისიც საკმარისია.

მეცხრე ადგილი – მერწყული. თუ რამე არ მოეწონება, განქორწინდება. ღალატი კი მისთვის დამამცირებელი საქციელია. მერწყულს უყვარს ტყუილების შეთხზვა, ეს მისთვის ხელოვნებაა, მაგრამ თავის გასამართლებელი ტყუილის მოფიქრება არ სიამოვნებს.

მერვე ადგილი – სასწორი. სპონტანურად არასდროს ღალატობს. ყველაფერს აწონ-დაწონის. დაფიქრდება: მინდა კი?.. შევძლებ კი?.. და სანამ მოიფიქრებს, წავიდა მატარებელი… წავიდა და წავიდა, არც ისე ძალიან მინდოდა – ფიქრობს სასწორი.

მეშვიდე ადგილი – ქალწული. ან ღალატობს, ან არა, ერთდროულად 5 საყვარელი რომ ჰყავდეს: ა) ამის შესახებ ვერავინ გაიგებს; ბ) ცა მიწაზე რომ დაეცეს და ქალწულის ღალატი გამჟღავნდეს, ისეთ არგუმენტებს მოიყვანს, ვერავინ დაადანაშაულებს. გიცდიათ როდესმე ქალწულთან შეკამათება? არც გირჩევთ.

მეექვსე ადგილი – თევზები. შეუძლია დღეში სამჯერ უღალატოს პარტნიორს, ყველაზე ვნებიანი ათჯერაც ღალატობს, მაგრამ მხოლოდ სექსუალურ ფანტაზიებში. რაც შეეხება ფიზიკურ ღალატს, მხოლოდ დიდი სიყვარულის გამო გადადგამს ამ ნაბიჯს. ხოლო, რამდენჯერ შეუყვარდება თევზს, ამას ვერავინ გეტყვით.

მეხუთე ადგილი – ლომი. სანამ ყველაფერი აკმაყოფილებს, ღალატზე არც ფიქრობს, მაგრამ თუ ღალატია, ღალატი იყოს და ყველამ გაიგოს, როგორი სექსუალური მადა აქვს ლომს. ერთს კი არა, ერთდროულად ათ საყვარელს გაიჩენს.

მეოთხე ადგილი – ტყუპი. ერთგულებას არ აფასებს. წესებს არ იცავს, შეზღუდვებს ვერ იტანს, განსაკუთრებით, პირად ცხოვრებაში. არ შეუძლია, მუდმივად ერთ ადამიანს უერთგულოს.

მესამე ადგილი – კირჩხიბი. ვინ იფიქრებდა, რომ მეოჯახე, რომანტიკული, ნაზი და მორიდებული კირჩხიბი მოღალატეების საპატიო სამეულში მოხვდებოდა? თუმცა, ასეთ იდეალურ ნიშანს რაღაც უღირსობა ხომ უნდა ახასიათებდეს.

მეორე ადგილი – ვერძი. საუკეთესო კი არა, იდეალური სჭირდება. პრობლემა იმაშია, რომ იდეალს დიდხანს რომ უყუროთ, ერთ ნაკლს მაინც აღმოაჩენთ. ასე რომ, მორიგი იდეალის ძებნაში ყველაფერი თავიდან იწყება.

პირველი ადგილი – მშვილდოსანი ყველაზე არასაიმედო, ყველაზე მოღალატე ნიშანი. ის ექვს-შვიდ და ზოგჯერ მეტჯერაც ქორწინდება, მაგრამ განა იმიტომ, რომ მეუღლეები ვერ ეგუებიან მათ ღალატს, მშვილდოსნებს ბეზრდებათ ერთსა და იმავე ადამიანთან დიდხანს ცხოვრება.

წყარო:http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები