მოსკოვში გამართულ წვეულებას, სადაც რუსულმა ჟურნალმა HELLO – მ დაჯილდოება – “ყველაზე მოდურები რუსეთში” გამართა, ნანი ბრეგვაძეც ესწრებოდა, ის წვეულების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გახლდათ და ჯილდო ნომინაცია – “სტილის ხატიც” აიღო, რომელიც მომღერალს რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა, რეზო გიგინეიშვილმა გადასცა.
“მე ყველაზე იღბლიანი ვარ. არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე, ჩემი მშობლების ხმასთან ერთად, ყველაზე ახლობელი ხმა, რომელსაც ვისმენდი, ეს იყო განუმეორებელი ხმა ნანი ბრეგვაძისა”, – თქვა რეზო გიგინეიშვილმა.
ნანი ბრეგვაძემ კი ჟურნალ HELLO – ს მთავარ რედაქტორს, სვეტლანა ბონდარჩუკს და იქ მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
“მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელსაც მე მუდამ ვგრძნობ! მადლობა ჟურნალს და ჩემს საყვარელ, არაჩვეულებრივ სვეტლანას”, – აღნიშნა მომღერალმა.