“ფორმულას” ეთერში გადაცემაში “ქალები” ნანუკა გულუამ განცხადა, რომ მას არ მოსწონს, როცა მეძუძური დედები შვილებს ქუჩაში სხვების თანდასწრებით კვებავენ. ამის გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა,მოგვიანებით კი მან საზოგადოებას მიმართა და თქვა რომ მისი მიზანი ხალხის გაბრაზება არ ყოფილა:
“ეს იუმორისტული გადაცემაა, ვხუმრობთ ყველაფერზე ჩვენზე,თქვენზე,თინეიჯერებზე,კაცებზე… ყველაფერზე… როგორც თქვენ ხუმრობთ ყველაზე და ყველაფერზე ზუსტად ისე… როცა საეთეროა და მონტაჟდება სხვანაირად აღიქმება და იკარგება ის იუმორით დამოკიდებულება რომელიც დევს და არანაირ ზიზღს არ შეიცავს… ყველანაირ ბრალდებას მივიღებ გარდა იმისა რომ ზიზღით შემიძლია ვინმეზე და მუთ უფრო თქვენზე ვისაუბრო… ყველაზე მეტად ვცდილობ არასოდეს ვატკინო გული ადამიანებს და არ გავაბრაზო… ამჯერად არ გამომივიდა…” – წერს ნანუკა გულუა.