ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები

ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალი Billboard, რომლის მთავარი მიმართულება მუსიკალური ინდუსტრიაა, აქვეყნებს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების 2016 წლის რეიტინგს.
რეიტინგის ლიდერი გახდა ბიონსე – მისმა წინა წლის შემოსავალმა 62,1 მილიონი დოლარი შეადგინა. მისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი მსოფლიო ტურნე Formation-ის დამსახურებაა, რომელიც საკუთარი მეექვსე ალბომის Lemonade-ის მხარდასაჭერად გამართა.

მეორე ადგილს ლეგენდარული Guns ‘N’ Roses 42.3 მილიონი დოლარით იკავებს. ყველაფერი საიდუმლო გამოსვილიდან დაიწყო, რომელიც ლოს ანჯელესში Troubadour-ის მცირე დარბაზში გაიმართა, საბოლოო ჯამში კი ჯგუფის ყველაზე მასშტაბურ ტურნედ იქცა.

მესამე ადგილზე როკისა და ფოლკ მუსიკის ვარსკვლავი ბრიუს სპრინგსტინი გავიდა, გასულ წელს მან 42,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგში მეოთხე ადგილას ცნობილი რეპერი დრეიკი 37,3 მილიონი დოლარით გავიდა.

მეხუთე ადგილს კი ბრიტანელი მომღერალი ადელი იკავებს. მის ანგარიშზე 37 მილიონი დოლარია, რასაც თან ერთვის 2,2 მილიონი დოლარის ოდენობის გაყიდული დისკები, რომელიც მთლიანად აშშ-ს მცხოვრებლებმა შეისყიდეს. ადრე ასეთი რაოდენობის გაყიდვები მხოლოდ პრინსს ჰქონდა.

ასევე ათ ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსებს შორის შევიდა Coldplay 32,3 მილიონი დოლარით

ჯასტინ ბიბერი 30,5 მილიონი დოლარი

ლიუკ ბრაიანი 27,3 მილიონი დოლარი

და ბოლოს კენი უესტი 26,1 მილიონი

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები