ორმა გოგონამ ინდოეთის ქალაქ ვარანისიდან გამოიგონა ქალის ჯინსი, რომელიც პატრონს მოძალადეებისგან იცავს. სულ ორი დოლარის ღირებულების შარვალი აღჭურვილია პატარა ელექტრო მოწყობილობით, რომელსაც შეუძლია, განგაშის სიგნალი გადასცეს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.
ჯინსში ჩაკერებული ელექტროხელსაწყო პოლიციას გადასცემს არა მარტო განგაშის სიგნალს, არამედ ინფორმაციას იმ ქალბატონის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელსაც თავს დაესხმებიან. იმ მოწყობილობებით, რომლებიც საჭიროა მსხვერპლის აღმოსაჩენად, უკვე აღჭურვეს პოლიციის ორასამდე განყოფილება.
21 წლის დიქშა პატაკმა და 23 წლის ანჯალი შრივასტავამ მას შემდეგ გადაწყვიტეს შეექმნათ ჯინსი ”ანტიმოძალადე”, რაც გაიგეს, რომ ინდოეთში ყოველ 22 წუთში ხდება გაუპატიურება. ორივე გოგონა ელექტრონული კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტია.
თუკი მათი ნოუ-ჰაუ წარმატებით ისარგებლებს, სავარაუდოდ, იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.