ყველაზე ლამაზი და ძვირადღირებული ქვა მსოფლიოში

მოემზადეთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ქვის სანახავად. სამხრეთ ავსტრალიაში გათხრებისას აღმოაჩინეს ფერადი ოპალი, რომელსაც ”ქალწული ცისარტყელა” ეწოდება და რომელიც მიჩნეულია, როგორც ყველაზე ლამაზი ქვა მთელს პლანეტაზე.

მისი ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს. ”ქალწული ცისარტყელა” მილიონი წლის წინ დინოზავრების გაქვავებული ოპალისგან ჩამოყალიბდა. ოპალი მაშინ ფორმირდება, როდესაც წყალი და კვარცი ერწყმიან ერთმანეთს.

პირველად, საჯაროდ ქვას სამხრეთ ავსტრალიის მუზეუმში, ადელაიდაში, სექტემბერში გამოიტანენ, როგორც გამოფენის ცენტრალურ საგანძურს. აღსანიშნავია, რომ ოპალი ღამით ანათებს, რაც უფრო მეტია სიბნელე, მით უფრო მეტ ფერს ასხივებს ქვა.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები