„ყველაზე ლამაზი დამნაშავის“ ტიტულის მქონე კალიფორნიელი ციხიდან გაათავისუფლეს

„ყველაზე ლამაზი დამნაშავის“ ტიტულის მქონე 31 წლის კალიფორნიელმა მსჯავრდებულმა, ჯერემი მიქსმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და უკვე პოდიუმის დასაპყრობად ემზადება. სასიხარულო ამბავი მსჯავრდებულის თაყვანისმცემლებს New York Daily News- მა ამცნო. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჯერემი ციხეში იმყოფებოდა, მან სამოდელო სააგენტო White Cross Management-თან კონტრაქტი დადო. უახლოეს დღეებში მას პირველი ფოტოსესია ელოდება. მიქსს იარაღის უკანონოდ ტარებისთვის 27 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა კარგი საქციელის გამო ის რამდენიმე თვით ადრე გაათავისუფლეს.
12833446_1150235741687935_1199136732_n

10638111_1150235745021268_1079967203_n

კომენტარები

სხვა სიახლეები